25 წლის მომღერალი რიტა ორა ჰოლივუდის ქუჩებში სეირნობისას გადაიღეს. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა ორას ორიგინალური მაისური, რომელიც ზურგის მხარეს მთლიანად ამოღებული იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მომღერალი ნახევრად შიშველი სეირნობდა ქუჩაში.
რიტა ორა, რომელიც ცნობილია თავისი ექსტრაორდინალური სტილით, ამჯერადაც იქცევდა ყურადღებას მრავალრიცხოვანი ტატუებით, ორიგინალური ჩანთითა და ღია სანდლებით.