ცნობილი გამოცემა Architectural Digest რიტა ორას „ოცნების სახლის“ ფოტოებს გვიზიარებს. მომღერალი ცხოვრობს ძველ ვიქტორიანულ სასახლეში, რომელიც 1877 წელს აშენდა ლონდონის „პრაიმროუზ ჰილის“ რაიონში.
2021 წელს ქონების შეძენის შემდეგ, რიტამ თავის სახლში იმ დროის დიდება და ტრადიცია შეინარჩუნა, რადიკალური რემონტს თავი აარიდა და შეძლებისდაგვარად ორიგინალური არქიტექტურული დეტალები დატოვა. ინტერიერში წარმოდგენილია პორტობელო როუდ მარკეტის ვინტაჟური ავეჯი, რბილი ბუნებრივი ტონები, ანტიკვარული ხე, მაღალი ჭერი და უამრავი ნათელი ტექსტურა.
ბაღი, თავისი სიმწვანითა და იდუმალი ატმოსფეროთი, განსაკუთრებით მომხიბვლელია. ტურნესა და გადაღებებით დატვირთული ტემპის შემდეგ, ეს ადგილი მომღერლისთვის სიმშვიდის მომტანია.
„ჩემი გარეგნული იერი ნათელი და შთამბეჭდავია, მაგრამ შინაგანი იერი სრულიად განსხვავებულია. მინდოდა, რომ ჩემს სახლში ჩემი შინაგანი მე ასახულიყო“, – ამბობს მომღერალი.
ვინ მოიგო ოსკაროსანი რეჟისორის გული – რიტა ორამ და ტაიკა ვაიტიტიმ ფარულად იქორწინეს







