LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიყეზე მდებარე ამფითეატრი პოლიტიკური ბოროტების სიმბოლოდაა ქცეული -გიგი უგულავა

79

”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, რიყეზე მდებარე ამფითეატრი პოლიტიკური ბოროტების სიმბოლოდაა ქცეული, – ამის შესახებ უგულავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.

”4 წელია დაამწნილეს, არც იქით, არც აქეთ. 4 წელიწადში თითო აგური რომ დაედოთ, ხომ დამთავრდებოდა?! იქნებოდა დამატებითი თეატრი. ამდენი ტურისტი ჩამოდის, რაღაც სიცოცხლე იქნებოდა. ეს არის სიმბოლოდ ქცეული, პოლიტიკური ბოროტების სიმბოლოდ აქციეს ეს ყველაფერი”, – განაცხადა უგულავამ. 

შეგახსენებტ, რამდენიმე დღის წინ, ამფითეატრთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ დააფიქსირა. მისი თქმით, რიყეზე მდებარე ამფითეატრის იმ მდგომარეობაში არსებობა, რაშიც ახლაა, შეუძლებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები