3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისგან ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი.
დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები – მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
#804 თბილისი-ბათუმი 17:05
#807 ბათუმი-თბილისი 17:15
#801 ბათუმი-თბილისი 18:20
#812 თბილისი-ბათუმი 0:35
#811 ბათუმი-თბილისი 0:45
#869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
#874 თბილისი-ფოთი 17:30
ცნობისათვის, მეწყერის გამო, უსაფრთხოების მიზნით, სამგზავრო, მათ შორის მაგისტრალური და საგარეუბნო რეისები, გუშინ, 2 ივლისს გაუქმდა.