LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინიგზელთა პროფესიული კავშირის 2017-2021 წლების სამოქმედო პროგრამა დამტკიცდა

84

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის XIV საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ყრილობის მუშაობაში 145 დელეგატი მონაწილეობდა.

ყრილობაზე რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ნასარაია და გამგეობის წევრები. დამტკიცდა 2017-2021 წლების სამოქმედო პროგრამა, წარმოდგენილი იქნა საკონტროლო-სარევიზიო კომისიისა და კავშირის გამგეობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ საფრანგეთის რკინიგზის პროფკავშირები ”UNSA”, უნგრეთის, ლიტვის, ბელარუსის რესპუბლიკის, ყაზახეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რკინიგზელთა პროფესიული კავშირების თავმჯდომარეები, ასევე ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი და რკინიგზისა და რკინიგზის ტრანსპორტის მშენებლობის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი, რაც კიდევ უფრო ზრდის ყრილობის ლეგიტიმაციის ხარისხს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები