LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინიგზის გადასასვლელი – კვირიკე ჰესის გზის სამუშაოები 170 ათასი ლარი ჯდება

158

,,რკინიგზის გადასასვლელი-კვირიკე ჰესის’’ მიმართულებით 600 მეტრიანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 170 000 ლარია, სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ აწარმოებს.

სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ დაათვალიერა, მას დეტალური ინფორმაცია აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩიქოვანმა მიაწოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წელს ბიუჯეტში, გზების მოსაწყობად, 30 მლნ ლარამდეა ჩადებული.

„წელს ბიუჯეტში ჩადებულია 30 მილიონამდე ლარი
იმისთვის, რომ ახალი გზები მოეწყოს, გაბიონები და კედლები ჩამოისხას, ჩატარდეს სამელიორაციო სამუშაები. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი ბეტონის გზებისა და შიდა სასოფლო გზების მოწყობისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტი 2017 წლის მაისში დასრულდება.

mazda magti 5g