LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე – უფასოდ გადაგიყვანენ

167
1d663383-b1bf-4452-8f80-9490de89ccb2-2021-06-23_12-48-03_706061

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება. კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს.

მთავრობის სპეციალური განკარგულებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს მგზავრებისთვის უფასო ტრანსპორტირებას. აღნიშნული ტრანსპორტი მგზავრს გადაიყვანს როგორც სადგურიდან აეროპორტის მიმართულებით, ისე აეროპორტიდან სადგურამდე.

კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მატარებლის ბილეთის შეძენით, მგზავრი სრულ მომსახურებას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზეა მორგებული.

კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებგვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებგვერდების მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g