LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერ ჰაბეკი: გერმანიამ არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის დახმარების გაწევაში

205
BeFunky-collage (3)

„გერმანიამ არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის დახმარების გაწევაში”, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერ ჰაბეკმა პოლონეთის მიერ უკრაინისადმი „ლეოპარდის“ საბრძოლო ტანკების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„არის განსხვავება საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასა და სხვების გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლას შორის. შესაბამისად, გერმანია წინ არ უნდა აღუდგეს, როდესაც სხვა ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად იღებენ გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანია“, – განაცხადა ჰაბეკმა.

ცნობისთვის,  ოთხშაბათს პოლონეთმა განაცხადა, რომ პარტნიორებთან კოალიციის ფარგლებში „ლეოპარდის“ ტანკების გადაცემას აპირებს. „ლეოპარდო“ გერმანული წარმოების ტანკია და მისი ექსპორტისთვის გერმანიის ფედერალური მთარვრობის თანხმობაა საჭირო.

ანჯეი დუდა: უკრაინისთვის Leopard-ის გადაცემის შესახებ საერთაშორისო კოალიციის ფორმირებაზე გადაწყვეტილება მიღებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g