LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დაუნი უმცროსი თავისი საავტომობილო კოლექციიდან 6 მოდელს გაათამაშებს

146
ak4N4VHn-DowneysDreamCars-1200x896

რობერტ დაუნი უმცროსი თავისი კოლექციიდან 6 ავტომობილს გაათამაშებს. ჰოლივუდის ვარსკვლავმა დააანონსა ლატარია, რომლის გამარჯვებულიც საკმაოდ მსუყე პრიზს მიიღებს. გათამაშება 2024 წლის 9 თებერვლიდან 31 ივლისამდე ჩატარდება. 6 ავტომობილის ფასი 100-დან 200 ათას დოლარამდეა. საპრიზო ფონდის მთლიან ღირებულებად მსახიობი 1 მილიონ 133,47 ათას დოლარს ასახელებს.

ლატარიაში გათამაშდება 1965 წლის chevrolet Corvette,  Buick Riviera 1966 წლის, Mercedes-Benz 280SE 1969 წლის, Chevrolet K10 Pickup 1972 წლის, VW Bus 1972 წლის და Chevrolet El Camino 1985 წლის გამოშვება. ავტომობილებს მოჰყვება ასევე აქსესუარების ნაკრები, რაც მზის სათვალეს, მაისურს და კომპიუტერის ჩანთას გულისხმობს.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას აშშ-ს, კანადის და დიდი ბრიტანეთის სრულწლოვანი მოქალაქეები შეძლებენ. ბედის საცდელად მხოლოდ უფასო განაცხადის შევსება იქნება საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g