ამერიკელი მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი სპეციალურად გამოეწყო ვეფხვის კოსტიუმში და ფოტო Instagram-ზე განათავსა. მსახიობმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელში მას ერთ-ერთმა ქალბატონმა მისწერა, რომელიც მას სთხოვდა მისი შვილი გაემხნევებინა, ბიჭს კისტური ფიბროზის დიაგნოზი აქვს, რომელიც მუკოვისციდოზის სახელითაა ცნობილი.
50 წლის მსახიობმა წაიკითხა ვიკი კეიტის განცხადება, სადაც დედა ასევე იწერებოდა, რომ მისი შვილი „რკინის კაცის“ დიდი გულშემატკივარია და ხშირად ბაძავს მას. ამ ფილმში რობერტ დაუნი უმცროსის გმირს გულმკერდის არეში ენერგორეაქტორი აქვს დამაგრებული, რომელიც მის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი. სწორედ ასეთივე მილი აქვს მის პატარა შვილს მკერდის არეში, რაც ასევე გამოიყენება სასუნთქი გზების მძიმე პათოლოგიის დროს. რობერტ დაუნი უმცროსმა ფოტო გააზიარა, გამოთქვა სურვილი, რომ პატარაზე ის დადებითად იმოქმედებდა და დედა-შვილი თავისი ახალი ფილმის პრემიერაზეც დაპატიჟა. კეიტმა მალევე უპასუხა მსახიობს და დაჰპირდა, რომ შეატყობინებს მას პატარა დანიელის ჯანმრთელობის მდგომარეობას.