LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დე ნიროს პირველი კომენტარი შვილის „ქამინგ-აუთის” შემდეგ

129
page

ცოტა ხნის წინ, რობერტ დე ნიროს შვილმა, ელიოტ ჰენრი დე ნირომ „ქამინგ-აუთი“ გააკეთა. ის ტრანსგენდერი ქალი გახდა. მან სახელი შეიცვალა და ის ახლა ოფიციალურად ეარინ დენიროა.

უკვე ცნობილია ლეგენდარული მსახიობს, 81 წლის რობერტის პირველი რეაქცია. ზოგადად, დე ნირო ცნობილია, როგორც ძალიან ლოიალური მამა. ის შვილების პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს, პატივს სცემს მათ არჩევანსა და იდენტობის თავისუფლებას.

„მე ძალიან მიყვარს და მხარს ვუჭერ ჩემს ვაჟს და ახლა უკვე, მე ძალიან მიყვარს და მხარს ვუჭერ მას, როგორც ჩემს ქალიშვილს. რაზეა აქ საერთოდ საუბარი?! მე ყველა ჩემი შვილი მიყვარს“, – აცხადებს დე ნირო.

ცნობისთვის, ელიოტი გახლავთ რობერტისა და მისი ყოფილი მეუღლის, გრეის ჰაიტაუერის ტყუპი ვაჟებიდან ერთ-ერთი. წყვილი 1997 წელს დაქორწინდა, მათი ქორწინება ოფიციალურად 2018 წელს დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები