LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ პატინსონი და ტალია ბარნეტი ქორწილისთვის ემზადებიან

86

რობერტ პატინსონმა მისი და ტალია ბარნეტის ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა. ვარსკვლავმა მოსალოდენლ ქორწინებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ისინი შეუღლებას გეგმავენ. „ტალია გასაოცარი ქალია. ის ძალიან ნიჭიერია, თითქოს სხვა სამყაროდან“- განაცხადა 31 წლის პატინსონმა.

მსახიობმა იმაზეც ისაუბრა, რატომ არ უკეთებენ ისინი თავის ურთიერთობას აფიშირებას: „გარშემომყოფები ჩემგან მუდმივად გადაწყვეტილებებს მოელიან, ამიტომ ხანდახან უბრალოდ იმისი კეთება მინდა, რაც მართლა მსურს. სწორე ამიტომ, მე და ტალიას პირადი ცხოვრება პრესისგან შემოფარგლული გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ მსახიობისა და მუსიკოსის რომანი 2014 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები