კომპანია „ნეტფლიქსმა“ ანტონიო კომპოსას ახალი ფილმის თრეილერი გაავრცელა. „ეშმაკი ყოველთვის აქ არის“ – ასე ქვია ახალ ფილმს, რომლის მსოფლიო პრემიერა 16 სექტემბერს იგეგმება. მძაფრსიუჟეტიან კინოსურათში მთავარ როლებს რობერტ პატინსონი, ტომ ჰოლანდი და მია ვასილევსკა ასრულებენ.
ფილმის სიუჟეტის ცენტრში რამდენიმე ადამიანის ისტორია მოხვდა. მათ შორისაა მოზარდი ვიეტნამის ომის ვეტერანის ოჯახიდან, სიმსივნით დაავადებული ქალბატონი და იდუმალებით მოცული მღვდელი. სწორედ მღვდლის როლს განასახიერებს ბრიტანელი მსახიობი რობერტ პატინსონი.