ხმები იმის თაობაზე, რომ რობერტ პატინსონი და მისი საცოლე, ტალია ბარნეტი ერთმანეთს დაშორდნენ, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაჩნდა, თუმცა იმის გამო, რომ წყვილი საზოგადოებაში საკმაოდ იშვიათად ჩნდება, ამ ინფორმაციის გადამოწმება არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
ამ დღეებში კი ეს ჭორი კიდევ უფრო გამძაფრდა, რადგან ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ბარნეტი ნიშნობის ბეჭდის გარეშე მივიდა.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის პატინსონისა და 29 წლის ბარნეტის რომანი 2014 წელს დაიწყო, 2015 წლის აპრილში კი ისინი დაინიშნენ. ნიშნობიდან მალევე წყვილის ურთიერთობაში პრობლემები დაიწყო, ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ კიდეც ერთმანეთს. უკანასკნელი ხმაურიანი ჩხუბი კი კანის კინოფესტივალზე მოხდა: მსახიობის ახლაი ფილმის პრემიერაზე წყვილი ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებოდა, მოულოდნელად მომღერალი ადგა და შუა ღონისძიებიდან საღამო დატოვა.


