რობერტ პატინსონისა და მისი საცოლის, FKA Twigs-ის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. წყვილი გამუდმებით შორდება და რიგდება. ამერიკულ გამოცემა In Touch-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო კი, შეიძლება მათი ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდეს. ტაბლოიდი პატინსონის ღალატზე წერს.
გამოცემის თანახმად, ამ დღეებში მსახიობი ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა, სადაც გვერდით მაგიდაზე მყოფი გოგონათი დაინტერესდა. მთელი საღამო ვარსკვლავმა და მისმა იდუმალმა გოგონამ ერთად გაატარეს, ისინი არ ერიდებოდნენ კოცნას და ჩახუტებასაც. ცნობილი გახდა ისიც, რომ პატინსონის საცოლემ ამ ფაქტის შესახებ შეიტყო და მეორე დღეს საკმაოდ დიდი სკანდალიც მოაწყო. რამდენად იმოქმედებს რობერტის ფლირტი ურთიერთობის ბედზე, უცნობია.
შეგახენებთ, რომ წყვილი ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაქორწინებულიყო, თუმცა დაოჯახების თარიღმა გაურკვევლი ვადით გადაიწია.