LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ პატინსონს არ მოსწონს, რომ მისი შეყვარებული წარსულ ურთიერთობებზე მღერის – მომღერალი ახალ დისკს გამოუშვებს

165
Suki-Waterhouse-Dating-History-Includes-Famous-Boyfriends-Exes-306

სუკი უოთერჰაუსი ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში გამოტყდა, რომ წარსულ ურთიერთობებზე სიმღერის გამო, მისი ბოიფრენდი – რობერტ პატინსონი შეწუხებულია. 32 წლის შემსრულებლის თქმით, 38 წლის მსახიობს არ მოსწონს, რომ არტისტის შემოქმედებაში არის სიმღერები, რომლებიც მან ყოფილ შეყვარებულებზე დაწერა.

აღსანიშნავია, რომ მომღერალი სხვადასხვა დროს მაილს კეინს, ბრედლი კუპერსა და დიეგო ლუნას ხვდებოდა.

სუკი უოთერჰაუსისა და რობერტ პატინსონის ურთიერთობა სტარტს 2018 წლიდან იღებს. წყვილი მიმდინარე წლის მარტში, მშობლები გახდნენ. მათ ქალიშვილი შეეძინათ. ჟურნალის აგვისტოს ნომრის გარეკანისთვუს უოთერჰაუსი ექსკლუზიურად, სწორედ პატარასთან ერთად გადაიღეს.

ცნობისთვის, ინდი-პოპ არტისტი, 13 სექტემბერს, მეორე სტუდიურ ალბომს – Memoir of a Sparklemuffin გამოუშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები