88 წლის ასაკში რობერტა ფლეკი გარდაიცვალა.
ლეგენდარული მომღერალი ოჯახის წევრების გარემოცვაში, მშვიდ გარემოში გარდაიცვალა.
საკულტო ამერიკელმა არტისტმა 54 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგან სადებიუტო – First Take 1969, ხოლო უკანასკნელი – Let It Be Roberta, 2012 წლით თარიღდება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შემდეგ, ფლეკს აღარ უმღერია. მას ALS ჰქონდა – დაავადება, რის გამოც სიმღერა აღარ შეეძლო.
ცნობისთვის, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე ტვინსა და ზურგის ტვინში და გავლენას ახდენს კუნთებზე. ყოველწლიურად ამ დიაგნოზს, 5000-მდე ადამიანს უსვამენ.
რობერტა ფლეკი ცნობილია ყველა დროის ისეთი საუკეთესო ჰიტებით, როგორებიცაა: The First Time I Ever Saw Your Face, Killing Me Softly With His Song, Feel Like Makin’ Love. ის ,,გრემის” ცამეტგზის ნომინანტი და ოთხგზის ლაურეატია.