მუსიკოსი რობი კუხიანიძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ იმ სახელმწიფოში, „სადაც ადამიანები დამშეულები არიან, პოლიტიკოსს ღიპი არ უნდა ჰქონდეს.“
ამის შესახებ მან გუშინ, ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ამ სახელმწიფოში პოლიტიკოსს ღიპი როგორ უნდა ჰქონდეს?! ამ დამშეულ ხალხში ნაჭამი პოლიტიკოსი როგორ უნდა იყოს?! ასე გამოვშტერდით ერი? რა თავისუფლება?! თავისუფლება იწყება იქ, სადაც ადამიანს ელემენტარული საფიქრალი არ აქვს, რომ ტუალეტის ქაღალდი ჰქონდეს,“ – თქვა ტვ „პირველის“ ეთერში რობი კუხიანიძემ.