რობი უილიამსი მეუღლესთან, აიდა ფილდთან ერთად, ლოს-ანჯელესში სტელა მაკარტნის ჩვენებას დაესწრო. 43 წლის მომღერალი 39 წლის მეუღლესთან ერთად დიდხანს პოზირებდა ფოტოგრაფებისთვის. წყვილმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ მათ თანაცხოვრებაში სრული იდილიაა და ისინი კვლავ შეყვარებულები არიან. რობი ნაცრისფერ პიჯაკსა და შარვალში იყო წარმოდგენილი, აიდა ფილდმა კი ბევრად არაორდინალური ლუქი შეარჩია და სპორტულ ანსამბლს ბეწვის ქურქი შეუხამა.
მთელი წვეულების მანძილზე მეუღლები ერთმანეთს თვალს არ აცილებდნენ. მოგვიანებით კი რობი მარკ რონსონთან და ჯემს კორდენთან ერთადაც გამოჩნდა ფოტოებზე.