გამოცემა „დეილი მეილი” რობი ულიამსის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც 42 წლის მომღერალი გულწრფელად საუბრობს საკუთარ გატაცებებზე. მაგალითად, რობი პირველად გამოტყდა ჟურნალისტებთან, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად არაერთხელ მიმართა პლასტიკური ქირურგიის კაბინეტს და ასევე გაიკეთა ბოტოქსის ინექციაც. მომღერალმა ისიც განაცხდა, რომ ხშირად ინექციის დიდი დოზის გამო მას სახის ნაკვთების მოძრაობაც კი უძნელდებოდა. ამავე ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა ქვედა ყბის პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა. ამ ინტერვიუს შემდეგ რობი პაპარაცებმა ლონდონში დააფიქსირეს. ნაცრისფერ ქურთუკსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი ვარსკვლავი ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა.
წინა კვირას რობის კიდევ ერთი ინტერვიუდან შევიტყვეთ, რომ მას ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მუსიკოს სცენაზე ცეკვა აეკრძალა.