რობი უილიამსის ევროპული ტურნე გრანდიოზულად დაიწყო. არტისტი Britpop Tour-ის პირველი პერფორმანსით, ედინბურგში წარდგა.
უილიამსმა საღამო მომავალი ალბომის ლიდ სინგლის – Rocket შესრულებით გახსნა. შემდეგ ის სცენაზე თავდაყირა დაეშვა და 70 000-იანი აუდიტორიის წინაშე არაერთი საკულტო ჰიტი, მათ შორის: Let Me Entertain You, Rock DJ, Supreme, She’s the One, Feel და Angels იმღერა.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მუსიკოსის სასცენო კოსტიუმების მრავალფეროვნება. მან სხვადასხვა ფერის თვალისმომჭრელი ლუქი მოირგო და პუბლიკას დაუვიწყარი შოუ შესთავაზა. როგორც კონცერტზე მყოფები წერენ, მომღერალი 51 წლის ასაკში კვლავ ამართლებს სტატუსს და პოპ მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეულ პიონერად რჩება.
შეგახსენებთ, რომ რობი უილიამსმა ევროპული ტურნე გასული წლის მიწურულს დააანონსა. ახლახან, მან განაცხადა, რომ შემოდგომაზე ახალ ალბომს – Britpop გამოუშვებს. ტურნეს სახელი სწორედ მომავალი მუსიკალური პროექტის მხარდასაჭერად ეწოდა, ვინაიდან მის ფარგლებში მუსიკოსი ახალ სიმღერებს ექსკლუზიურად წარადგენს.
რობი უილიამსმა ახალი დისკი დააანონსა, რომლის მთავარი ჩანაწერი Black Sabbath-ის გიტარისტთან დუეტია