ბრიტანელი მუსიკოსი რობი უილიამსი „ახალი ტალღის“ დახურვის ცერემონიაზე სოჭში გამოვა. კონკურსი 8-დან 14 სექტემბრამდე გაიმართება. ფინალურ შოუზე კი უილიამსი თავის შვიდ ცნობილ ჰიტს შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიების აქამდე ცნობილ მიწვეულ სტუმრებს შორის არიან: სტივ უანდერი, ტომ ჯონსი, ენრიკე იგლესიასი. 2016 წელს კონკურსზე სტინგიც გამოვიდა.