ცნობილ ბრიტანელ მომღერალ რობი უილიამსს “უსიამოვნო” ამბავი შეემთხვა. ავსტრალიური ტურნეს დროს ერთ-ერთ კონცერტზე მომღერალმა თაყვანისმცემელთან ფლირტი სცადა. არაფერი უცნაური არ იქნებოდა ამ ამბავში, რომ არა მაყურებლის ასაკი – გოგონა სულ რაღაც 15 წლისაა.
სცენაზე გამოსვლისას რობის მუდმივად აქვს დარბაზთან და პუბლიკასთან კონტაქტი. ამჯერად კი მომღერალმა განაცხადა, რომ ერთ ლამაზმანს პაემანს დარბაზშივე დაუნიშნავდა და შეხვდებოდა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ მორგანი მხოლოდ 15 წლის არის და კონცერტზე ის დედასთან ერთად იმყოფებოდა.
საბოლოოდ კი რობიმ გოგონას ურჩია, მისნაირებისგან თავი შორს დაეჭირა.
ვიდეო რამდენიმე საათში იუთუბზე განთავსდა, შემდეგ კი საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.
https://www.youtube.com/watch?v=x6VKCqOYCR0

