რობი უილიამსი და აიდა ფილდი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს საკუთარი შვილების მიღწევის შესახებ. სწორედ ასე გავიგეთ, რომ რობის უფროსი ქალიშვილი, 6 წლის თეოდა ბიონსეს დიდი ფანია. ამჯერად კი აიდა ფილდის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოთი ცნობილი ხდება, რომ წყვილის 4 წლის ვაჟი, ჩარლი ფანტასტიკურად ხატავს. ფოტოზე ჩანს, რომ ჩარლი თავის პოპულარულ მამასთან ერთად მაგიდასთან ზის და საყვარელი ანიმაციის გმირებს ხატავს.
ცოტა უფო ადრე ულიამსებმა ახალი წელი თავყანისმცემლებს ოკეანის სანაპიროდან მიულოცეს. იოგათი დაკავებული მთელი ოჯახი დღესასწაულებს ძალიან ორიგინალურად შეხვდა.