LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსმა ახალი დისკი დააანონსა, რომლის მთავარი ჩანაწერი Black Sabbath-ის გიტარისტთან დუეტია

113
photo-collage.png

რობი უილიამსმა ახალი დისკი დააანონსა. თითქმის 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისელი არტისტი მეცამეტე სტუდიურ ალბომს – Britpop, შემოდგომაზე გამოუშვებს. ფირფიტის რელიზის თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ მომავალი მუსიკალური პროექტის ანონსთან ერთად, შემსრულებელმა კრებულის მთავარი ჩანაწერი – Rocket წარადგინა. სინგლისთვის უილიამსმა საკულტო ბენდის – Black Sabbath პიონერ წევრთან, 77 წლის ტონი აიომისთან ითანამშრომლა, რომელმაც სიმღერას გიტარის აკომპანიმენტი გაუწია.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს, რობი უილიამსი ევროპულ ტურნეს დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც მისი თქმით მომავალი დისკის სიმღერებს, ექსკლუზიურად შეასრულებს.

რობი უილიამსმა ევროპული ტურნე დააანონსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები