LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსმა სხეულზე საკუთარი პორტრეტი ამოისვირინგა (ფოტო)

163

ცნობილია, რომ რობი უილიამსი სვირინგების მოყვარულია და არაერთი ორიგინალური ტატუ აქვს სხეულზე, თუმცა, ახალმა ავტოპორტრეტმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. საკუთარი პორტრეტი 44 წლის მომღერალმა სხეულზე ამოისვირინგა და ფოტო „ინსტაგრამზე“ თავად განათავსა. ახალი ტატუ მკერდთანაა დატანილი, ის შავ-თეთრი ფერისაა და მასზე მომღიმარი რობია გამოსახული.

რობის უკვე აქვს სხეულზე სვირინგები რონი კობეტისა და როჯერ მურის საპატივცემულოდ, თუმცა, ავტოპორტრეტი მაინც პირველი შემთხვევაა. სოციალურ ქსელში მუსიკოსის ახალ ფოტოს უამრავი მოწონება და კომენტარი ახლავს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g