LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსს სურს, კიდმანთან და მინოუგთან ერთად იმღეროს

69

რობი უილიამსმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა ჩაწეროს სიმღერა კაილი ავსტრალიელ მომღერალთან კაილი მინოუგთან. მომღერლის თქმით, სიმღერა მზად არის და უკვე ჩაწერა ახალი ალბომისთვის, ახლა კი მხოლოდ მინოუგის თანხმობაა საჭირო, რომ მასთან ერთად იმღეროს.

2000 წელს რობიმ უკვე ითანამშრომლა კაილისთან (ერთად ჩაწერეს სიმღერა “Kids”). ერთად მუშაობა ორივე მათგანს მოეწონა. ახალი ალბომის შექმნისას კი უილიამსმა სპეციალურად შექმნა სიმღერა, რომელსაც, იმედი აქვს, მინოუგთან ერთად შეასრულებს.

„ახლა ყველაფერი კაილიზეა დამოკიდებული, ან დათანხმდება, ან არა. თუ უარს მეტყვის, ჩემთვის არ იქნება მარტივი, რადგან ძალიან მინდა მასთან ერთად ვიმღერო,“-  განაცხადა ჟურნალისტებთან უილიამსმა.

ამასთან, მომღერალი გეგმავს კიდევ ერთი სიმღერა ჩაწეროს ჰოლივუდის მსაიობთან ნიკოლ კიდმანთან, რომელთან ერთად 2001 წელს ჩაწერა ორი სიმღერა „Swing When You’re Winning“ და „Something Stupid“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g