LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსსა და აიდა ფილდს სექსუალური ძალადობის ბრალდება მოუხსნეს

86

რობი უილიამსისა და მისი მეუღლის, აიდა ფილდის ორწლიანი სასამართლო პროცესი, სადაც ცნობილი წყვილის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, მათ სასარგებლოდ დასრულდა.

სარჩელი რობისთან და აიდასთან დამხმარეებად მომუშავე წყვილმა 2015 წელს აღძრა და ისინი სექსუალურ ძალადობაში, დისკრიმინაციასა და შრომითი ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარსკვლავურმა წყვილმა მათ მომსახურებაზე უარი თქვა და სამსახურიდან გაათავისუფლა. დაზარალებული ცოლ-ქმარი კომპენსაციის სახით 25 მილიონ დოლარს ითხოვდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში რობი და მისი მეუღლე ბრალდებას სასტიკად უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ მომჩივანეების საქციელი გათავისუფლებით გამოწვეული შურისძიებაა.

შეგახსენებთ, რომ უილიამსი და ფილდი 2010 წელს დაქორწინდნენ. წყვილი ორ შვილს ზრდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები