LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობინ დანიგანი: „ეს რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის… სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება”

155
რობინ დანიგანი

„ეს რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის – ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

ელჩი გამოეხმაურა აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

„ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტი“ – გრიგოლ გეგელია

რობინ დანიგანის თქმით, ახლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები დაბალანსდება:

„ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. სწორედ ამიტომ სამწუხაროა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება” – განაცხადა დანიგანმა.

ირაკლი ჩიქოვანი: „ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება“

„ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები.. მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g