ქსელში ფილმის „რობინ ჰუდი: დასაწყისი“ პირველი ტრეილერი განთავსდა, რომელსაც რეჟისორი ოტო ბატჰერსტი იღებს. რამდენიმე საათში ვიდეოს 12 ათასამდე ადამიანმა უყურა.
მთავარ როლს ფილმში ტერონ ეჯერტონი ასრულებს, მის მეგობარს კი ჯეიმი ფოქსი განასახიერებს.
დიდ ეკრანებზე ფილმი 20 სექტემბერს გამოვა.