„ბანქოს სახლის“ 52 წლის ვარსკვლავმა რობინ რატმა და Saint Laurent-ის მოდის სახლის კლიენტებთან ურთიერთობის განყოფილების VIP-მენეჯერმა, 30 წლის კლემან ჟირადემ შეუღლება პატარა ქალაქ ლა-როშ-სიურ-ლე-ბიურიში აღნიშნეს, სადაც ქანთრის სტილში მოაწყვეს წვეულება, დრეს-კოდის აუცილებელ ატრიბუტად კი, ქალბატონებისთვის თავზე ბანდანა ან შარფი, მამაკაცებისთვის კი, შლაპა აქციეს.
ინფორმაცია რაიტის ახალი რომანის შესახებ, გასული წლის სექტემბერში გავრცელდა, როცა წყვილი ჯერ ფეხბურთის მატჩს დაესწრო პარკ-დე-პრენსის სტადიონზე, მერე კი, ერთად გამოჩდნენ კანის კინოფესტივალზე, სადაც რაიტი სპეციალური მოხსენებით გამოვიდა.