LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობოტები ადამიანებს კლავენ, თუმცა არა ისე როგორც თქვენ იფიქრეთ

57
p01mbhv0

ჩვენი ყველაზე საშინელი სამეცნიერო კოშმარი რეალობად იქცა. რობოტები ხალხს კლავენ, თუმცა არა პირდაპირი მნიშვნელობით. ასეთი დასკვნა ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს. მათ სიკვდილიანობის მატებასა და საწარმოებში ავტომატიზაციის ზრდას შორის კავშირი იპოვეს.

სპეციალისტებმა იმ ადამიანების მონაცემები შეაგროვეს, ვინც მანქანების გამო სამსახური დაკარგა და ეს ციფრი აშშ-ში ბოლო წლებში სიკვდილიანობის დონეს შეადარეს. საქმე ისაა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი სისტემა იყენებს რობოტებს ან ხელოვნურ ინტელექტს და ცოცხალი მუშა ხელის საჭიროება მცირდება. ეკონომიკური სიდუხჭირე ძირითადად 45-54 წლის ადამიანებს შეეხოთ.

რობოტებმა, რომელთა მიზანიც ადამიანის ჩანაცვლებაა, სიკვდილიანობის 12%-ით გაზრდა გამოიწვიეს. სიკვდილის მიზეზი ძირითად შემთხვევაში თვითმკვლელობა ან ნარკოტიკები იყო. მეცნიერებმა ასეთ შემთხვევებს „უიმედობით სიკვდილი“ დაარქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები