LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობოტები სპეციალური ოპტიკური ნერვების მეშვეობით შეხებას იგრძნობენ

97

ამ მომენტისთვის რობოტიზებული მექანიზმები სხვადასხვა სირთულის სამუშაოებისთვის გამოიყენება, თუმცა, Organic Robotics Lab-ის ახალმა გამოგონებამ რობოტებზე შეიძლება წარმოდგენა მთლიანად შეცვალოს.

უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავლის რობოტებს ექნებათ საშუალება არა მხოლოდ მითითებული სამუშაო შეასრულონ, არამედ უმცირესი შეხებაც კი აღიქვან. მათ შექმნეს სპეციალური ოპტიკური ნერვები, რომელიც მათ ხელში ჩამაგრდება და მსუბუქ შეხებას იგრძნობს.

ყველაზე საინტერესო ამ გამოგონებაში ისაა, რომ აღნიშნული ალგორითმი,
რომლითაც რობოტების ხელია აღჭურვილი, შესაძლებელს ხდის ფაქტიურად ნებისმიერი მოძრაობის შესრულებას, რაც აქამდე ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნებოდა. ხელოვნურ ხელს შეეძლება უამრავი საინტერესო რამის გაკეთება, მაგალითად დეფორმირებული ნივთების ზედაპირის გასწორება.

ამ ტექნოლოგიის დანერგვა შშმ პირებისთვის მოდერნისტული პროთეზების წარმოებაში ახალი შესაძლებლობების სპექტრს გახსნის.