იაპონელებმა შექმნეს ფუმფულა რობოტი, რომლის მიზანიც ყოველდღიური სტრესის დაძლევაა. სიახლის პრეზენტაცია ელექტროტექნიკის გამოფენაზე შედგა და ის გარეგნულად ჰგავს მრგვალ ბალიშს, რომელსაც კუდიც კი აქვს. რობოტი კომპანია Yukai Engineering-ს ეკუთვნის და მათი მიზანი შინაური ცხოველის მსგავსი გაჯეტის შექმნა იყო. ფუმფულა ანტისტრესი მართლაც შინაური ცხოველივით იქცევა, როდესაც მას ადამიანი ეხება ის კუდის ქიცინს იწყებს და რაც უფრო ხშირია კონტაქტი, რობოტიც უფრო აქტიური ხდება.
საინტერესო იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ ფუმფულა მეგობარი სულ მალე ყველა ადამიანის ოჯახში გაჩნდება.