LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობსონ-კანუს თავში აუვარდა: რაღა მინდა რედინგში

36

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში უელსის ნაკრების თავდამსხმელმა რობსონ-კანუმ ბელგიას გოლი გაუტანა, მთელი ცხოვრება მას კი არა, მის შთამომავლებსაც სატრაბახოდ ექნებათ. რა არ დევს ამ გოლში: ნიჭი, აზროვნება, ფეხბურთის შეგრძნება, დიდებული შესრულება, ულამაზესი სანახაობა… მოკლედ, ამ არცთუ ყველაზე ცნობილმა ფეხბურთელმა პატარა ისტორია შექმნა. უკვე დაუფასდა კიდეც.

თავში ავარდნილმა ჰელ რობსონ-კანუმ თქვა, რომ სატრანსფერო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
„წინადადებები მთელი მსოფლიოდან მივიღე. არასოდეს დამიმალავს, რომ პრემიერლიგაში მინდა თამაში. გადავწყვიტე აღარ გავაგრძელო კონტრაქტი „რედინგთან“, სადაც 12 წელი გავატარე. ვფიქრობ, ასე უკეთესი იქნება ჩემი კარიერისთვის.
უფრო დიდი გუნდები აქამდეც იყვნენ დაინტერესებული ჩემით, მაგრამ მუდამ რაღაც ვერ გამოდიოდა“, – თქვა სამართლიანად გაყოყოჩებულმა რობსონ-კანუმ BBC Sport-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები