LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ატომურ სადგურში შედის თოფიანი ჯარისკაცი, ეს ფანტასტიკური ფილმის სცენარში შეიძლება წარმოგვედგინა: გია ჯაფარიძე

202
BeFunky-collage

აკადემიკოს გია ჯაფარიძის განცხადებით, 80 წლის განმავლობაში არ ყოფილა აქამდე ომი იმ ტერიტორიაზე, სადაც ატომური ელექტროსადგურებია განთავსებული და უკრაინაში ეს პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ მან “რუსთავი-2-ის” ეთერში ისაუბრა.

გია ჯაფარიძის თქმით, ის, რომ ტერიტორიაზე ჯარისკაცები არიან, საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

“პუტინი ცდილობს კაცობრიობას გააგებინოს, რომ ყველა ის წესი, რომლის დაცვითაც ჩვენ აქამდე ვცხოვრობდით, 45 წლიდან მოყოლებული დღემდე, უკვე აღარ არის წესი” – აცხადებს ჯაფარიძე

როგორც აკადემიკოსი გია ჯაფარიძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ატომური ელექტროსადგურების დაცვის სისტემა მაღალია, იგი ამავე დროს ნატიფი სტრუქტურაა.

“როდესაც ამ გათვლილ და დაცულ სისტემაში შემოდის ვიღაც სრულიად გაუგებარი ფიგურანტები, თოფიანი ჯარისკაცი ან ტანკი, ეს ისეთ შეშფოთებას იწვევს, იმდენად გამოსულია ეს ნორმიდან, რომ ფანტასტიკური ფილმის სცენარში შეიძლება წარმოგვედგინა” – აცხადებს ჯაფარიძე.

ჩემი გაგებით, პუტინი ცდილობს კაცობრიობას გააგებინოს, რომ ყველა ის წესი, რომლის დაცვითაც ჩვენ აქამდე ვცხოვრობდით, 45 წლიდან მოყოლებული დღემდე, უკვე აღარ არის წესი. ეს ფსიქოლოგიური მომენტი არის უფრო ძლიერი. ვიღაც გიჟი კარისკაცი ვერ ააფეთქებს იმას, ასე მარტივად არ არის,“ – ამბობს გია ჯაფარიძე.

ოკუპანტი რუსეთის სამიზნე, უკრაინაში შეჭრიდან მეცხრე დღეს, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური გახდა. აგრესორების თავდასხმის გამო ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდირება კი უკრაინელმა მეხანძრეებმა მხოლოდ დილით მოახერხეს.

პოპულალურები