LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა აყვავდა ნუში“ – ლანა ღოღობერიძის ახალი წიგნისა და ფილმის წარდგენა 27 მარტს კინოთეატრ ამირანში გაიმართება

143
ლანა ღოღობერიძე

27 მარტს, 19:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში შეუდარებელი ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ახალი წიგნისა და ფილმის წარდგენა გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ავტობიოგრაფიული წიგნი „როცა აყვავდა ნუში“, ბელეტრისტული მონათხრობია.

„მხიარული ტრაგიზმით, ღრმააზროვანი განსჯითა და სტილის არტისტიზმით მოყოლილი ამბავი მათთვისაა დაწერილი, ვისაც ერთხელ მაინც გაუგონია შაშვის გალობა.
ახალი ფილმი „შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც”, წიგნის მსგავსად, ერთი შეხედვით, ავტობიოგრაფიულია.

რეჟისორი დოკუმენტური კადრებისა და პოეზიის სინთეზით საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესს გვიჩვენებს. ამ კინოსურათში თანამედროვე საქართველოს ტკბილ-მწარე ამბები კიდევ ერთხელ გაიელვებს მაყურებლის თვალწინ.

ლანა ღოღობერიძე გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მხატვარი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და სახალხო არტისტია. ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, თაგორის, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკისა და ელუარის ლექსები. მკითხველი უკვე კარგად იცნობს მის წიგნებს – „ვისთვის გალობს შაშვი“ და „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ორგანიზატორების ცნობით, წიგნისა და ფილმის წარდგენაზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიების ორგანიზატორია სულაკაურის გამომცემლობა.

magti 5g