ტელესახე, სალომე გოგიაშვილი პოდკასტში withlovetim, კიდევ ერთხელ იხსენებს პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდს, მეუღლესთან განშორების მიზეზს და გახმაურებულ სკანდალს.
რას წერს სალომე გოგიაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ ლიკა შენგელია და რას ამბობს სალომე გოგიაშვილი?
შენგელიამ სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გავრცელა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე: „როდის მიხვდი, რომ რაღაც ხდება და უნდა დაიწყო ამ ჩანაწერების შექმნა, მისულიყავი იმ ადგილას და ასე შემდეგ…“ – სალომე გოგიაშვილი პასუხობს:
„როცა დაიწყო ეს ურთიერთობა ვიცოდი, არ დაუმალავს ჩემს ქმარს, ეს ქალბატონმა არ იცოდა, თორემ ჩემს მეუღლეს არც დაუმალავს…“
წამყვანის კითხვაზე, „რა რეაქცია ჰქონდა ამ ურთიერთობის შესახებ რომ შეიტყო“ – სალომე გოგიაშვილმა უპასუხა:
„მოიწვიე კარგი კარდიოლოგი და გეტყვი ინფარქტის პირველ ნიშნებს… მისთვისაც საინტერესო იქნება, იმიტომ, რომ არ მგონია ვინმემ ასე გემრიელად მოუყვეს კარდიოლოგს თუ რას ნიშნავს პრე ინფარქტის პერიოდი…“
„სანამ მართლა არ შეგვასხამს ქიმიურ სითხეს, მანამდე ვითხოვ დაიცვათ ჩემი და ჩემი პატარების უსაფრთხოება! გააკეთეთ სასწრაფო რეაგირება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირის, გოგიაშვილის მიმართ…“ – ყოფილი მოდელი, ლიკა შენგელია პროკურატურას მიმართავს
შენგელია საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს და აცხადებს, რომ ტელეწამყვანი, სალომე გოგიაშვილი მას და მის ოჯახის წევრებს ქიმიური სითხის შესხმით ემუქრება.
ცნობისთვის, დაპირისპირება ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის გასული წლის აგვისტოში დაიწყო.
სალომე გოგიაშვილმა ყოფილი მოდელი, ლიკა შენგელია ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო ცილისწამებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოში უჩივლა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ემოციურ ვიდეომიმართვაში გოგიაშვილი ამბობდა, რომ ბრალდებები, რომელიც მისი მისამართით შენგელიამ სოციალურ ქსელში გააჟღერა, სიცრუეა.
მანამდე კი ლიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, გოგიაშვილმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.
@withlovetim იხილეთ სრული ინტერვიუ სალომე გოგიაშვილთან ჩემს იუთუბ არხზე ინტერვიუ გადავიღეთ: @Podcast Corner ♬ оригинальный звук – Temuri Ebitashvili
