LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა დასცხეთ, ჩემოდანი ჩაალაგე მიდიხარ… – ნუკი კოშკელიშვილის გულახდილი პოსტი

11384
ნუკი კოშკელიშვილი

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამერიკაში, წლების წინ გათხოვდა, ექიმ ბენ ჩეიმზე, სოციალურ ქსელში ოჯახურ ვიდეობს ხშირად აქვეყნებს.

წყვილის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშორდნენ. ჭორებს ხელს უწყობს ნუკის გულახდილობა, რომელიც მის სტატუსებს თან ახლავს ხოლმე.

ნუკი ამჯერადაც გულახდილად წერს მისი და ბენის ურთიერთობაზე.

„როცა დასცხეთ, ჩემოდანი ჩაალაგე მიდიხარ… მერე შემოგეწრუპა, შემოგერიგა და ახლა ხარ “პახმელიაზე” და იმაზე ფიქრი გკლავს, რომ ამოსალაგებელია ჩალაგებული ჩემოდანი… სიყვარული სხვა კი არაფერია…

გაჩეჩილ, უმაკიაჟო ნაბახუსევი და ბავშობიდან გაცოცხლებული სიმღერა #ოჯახობა“. – წერს ნუკი კოშკელიშვილი

ნუკის სტატუსს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება აქვს.

„ვგიჟდები შენს გულწრფელობაზე ?? რადგან ზუსტად იმ რეალობას გვაჩვენებ რაც სინამდვილეშია , ყოველგვარი შელამაზების გარეშე ?“

როგორ მომწონს შენი თანდართული აღწერები ?☺️რომ არ ნიღბავ ყველაფერს . – წერენ ნუკის ფოლოვერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები