სიმსივნესთან მებრძოლი უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ეს Trooping The Colour-ის ცერემონიაზე მოხდა, რომელიც მეფის იუბილეს მიეძღვნა.
თეთრ ანსამბლში გამოწყობილი პრინცესას სანახავად, უამრავმა ბრიტანელმა მოიყარა თავი. ეს ქეითის დროებითი საჯარო აქტივობაა, ის ჯერ მკურნალობის კურსს განაგრძობს.
ამ საზეიმო ცერემონიაზე უელსის პრინცესას წამითაც არ მოსცილებია მეუღლე, პრინცი უილიამი. მას გვერდს უმშვენებენ შვილები, პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი. სამეფო ტახტის მემკვიდრეები უჩვეულოდ კარგ განწყობაზე ჩანდნენ. დღის ბოლოს ოჯახი სრული შემადგენლობით, მეფე კარლთან ერთად, ბუკინგემის სასახლის აივანზე გამოვიდა.