ლეონარდო დიკაპრიომ ახალი შეყვარებული, ვიტორია ჩერეტი დედას გააცნო. წყვილი მილანში, სამხატვრო გალერეიდან გამოსვლის დროს გადაიღეს, მათ თან ლეოს დედა ირმელინი ახლდათ. მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღეა ლეო და ვიტორია მილანში იმყოფებიან.
„ბოლო კვირების განმავლობაში ლეო და ვიტორია ძალიან დაახლოვდნენ, მათ საოცრად მოსწონთ დროის ერთად გატარება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა“, – აცხადებს ინსაიდერი.
„როცა დედიკოს მეასე შეყვარებულს აცნობ“, „მერამდენე მოდელს აცნობს ნეტავ“, „დედიკოს ბიჭი“, „იმედია, ბოლოს და ბოლოს ლეო ჩამოყალიბდება“, – წერენ კომენტარებში.
„დედიკოს ბიჭი“ – 48 წლის ლეონარდი დიკაპრიო იახტაზე დედასთან და შეყვარებულთან ერთად ნებივრობს