LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა გადავდექი, წავედი ათონის მთაზე და შობას შევხვდი იქ, მარტო წავედი, რომ ერთგვარი დეტოქსი განმეცადა – პრემიერი

220
ათონის მთა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ მან ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა, სადაც საკუთარ შეცდომებზე ფიქრობდა. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ათონზე გატარებული დრო მას ძალიან დაეხმარა.

„პრემიერ- მინისტრად დანიშვნის შემდეგ მეც მქონდა თავბრუსხვევა, ძალაუფლება ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს სიმყარე და ფუნდამენტი, რაზეც დგახარ, შენი წესები, მორალი, რაც განსაზვრავს შენს ქმედებას და მეგზურია შენს ცხოვრებაში, ძალიან რთულია გაუძლო ამ ძალაუფლების ცდუნებას. როცა მე გადავდექი, შეგნებულად წავედი ათონის მთაზე და შობას შევხვდი იქ, მარტო წავედი, რომ ერთგვარი დეტოქსი განმეცადა.

ჩემს თავთან დავიწყე ჭიდილი, ბრძოლა გამოვუცხადე ჩემს თავს.

არ დაგიმალავთ, გადავდექი თუ არა, ძალაუფლება და პოლიტიკა იმდენად ძლიერი ცდუნებაა, რომ ყოველთვის გეძახის, მაგნიტია. აქ რეალურად შენს თავს კარგავ.

დამერწმუნეთ, ამის დამარცხება ძალიან რთულია.

გეტყვით ჩემს საიდუმლოს, როგორ გავაკეთე ეს. პირველი იყო საკუთარ თავთან ბრძოლის გამოცხადება და ყველა შეცდომის, ჩემი ყველა ნაბიჯის გაანალიზება.

მაშინ დავინახე ჩემი ხარვეზები, შეცდომები, ყველაფერი. მათ შორის სხვების შეცდომები, მაგრამ საბოლოო ჯამში მივდიოდი მაინც ჩემს შეცდომასთან, იმიტომ, რომ ალბათ მე მოვაკელი ყურადღება. უფრო მეტი კონტროლი უნდა მქონოდა, ნაკლები ემოციურობა იყო საჭირო და უფრო მეტი ცივი პრაგმატიზმი.

და მეორე, ალბათ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის სიყვარული, რომელიც ყველაფერს გადაწონის. შეიძლება გაჰყვე ამ ცდუნებას და მერე უცებ ბრუნდები რეალობაში. და რეალობა რა არის? შენი ოჯახი.

გახსენდება შვილები, მეუღლე, მშობლები, ახლობლები. ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ძვირფასნი არიან, ვინც ძალიან ბევრი სიკეთე გაგიკეთა. ეს ემოცია ერთვება შემდეგ და რეალურად ეს გადაგატანინებს ცდუნებას, რომელიც უკავშირდება ძალაუფლებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g