LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მახსენდება საქართველოს მდგომარეობა… მრცხვენია და გული მტკივა: რევაზ ბოჭორიშვილი

185
542beead-e9eb-46dc-b24e-25b0cbf7fd57-640

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში საფრანგეთში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიაზე წერს.

“გუშინ ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა 2 მნიშვნელოვანი რამ:

პირველი. სამკურნალო დაწესებულებების პერსონალისთვის ანტიკოვიდური აცრა სავალდებულო ხდება. ცნობისათვის, ექიმთა 80% აცრილია, ფეხს ითრევენ ექთნები და სანიტრები…

მეორე. სანიტარული პასი (2 მაგი ვაქცინაცია, ან ურყოფითი PCR ტესტი, ან გადატანილი კოვიდი) სავალდებულო ხდება (21 ივლისიდან) ყველგან სადაც 50 კაცზე მეტი იკრიბება. თეატრი, კინო, რესტორანი, სუპერმარკეტი, სტადიონი, ფიტნეს ცენტრები და ა.შ. და ა.შ.

დამატებით, ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა გამოაცხადა, რომ 15 სექტემბრიდან აუცრელი სამედიცინო პერსონალი ვეღარ იმუშავებს და ხელფასს ვერ მიიღებს.

ხოდა, ამ განცხადებების მერე გუშინვე, 950 000 ადამიანი ჩაეწერა ვაქცინაციაზე, 350 000 ჩაეწერა დღეს დილას, 4000 დან 5000 მდე ჩაწერა ხდება წუთში დღეს დილიდან (ხო, საიტს კიბერთავდასხმა არ განუცდია).

მე პირადად ამ ზომებს ვამართლებ და ჩემი კოლეგებიც ასევე, ვისაც ამ დღეებში ველაპარაკე (ვალდებულების თემა უკვე დიდიხანია განიხილებოდა მედიაში).

ექსტრემისტ ანტივაქსერებისთვის დავამატებ, ზოგიერთი აცრა, მაგალითად ჰეპატიტ B სი, ან პედიატრებისთვის ყივანახველასი (მოზრდილებში უსიმპტომო და ბავშვებში სასიკვდილო),საფრანგეთში (და ბევრგან) დიდიხანია სავალდებულოა თუ საავადმყოფოში მუშაობ ექიმად, ექთნად, სანიტრად. პროფესიები რომლებიც თავისთავად ბევრ ვალდებულებას გულისხმობს. არ მოგწონს? შეიცვალე პროფესია. დიახ.

და ბოლოს, ვაქცინები ყველასთვის საკმარისიაო, განაცხადა მაკრონმა. დღეს 9 მილიონი დოზა გვაქვს და არანაირი დეფიციტი არ იქნება მომავალშიო.

როცა მახსენდება საქართველოს მდგომარეობა… მრცხვენია და გული მტკივა.. და არც გასაღიზიანებლად ვწერ ამას. მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ესაა ევროპა. ევროპის უამრავი პრობლემისა და ხინჯის მიუხედავად, დღეს მთავარი საფიქრალი ხელისუფლების, ევროპის ყველა ქვეყანაში, ესაა პანდემიის ჩაქრობა. ნორმალური ცხოვრების აღდგენა… გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.. ასეა”,-წერს რევაზ ბოჭორიშვილი ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები