LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა მამა მახსენდება ვტირი, ცრემლებს ვერ ვიკავებ… მამის არსებობას ვგრძნობ და თქვენ წარმოიდგინეთ ვხედავ კიდეც“ – „ნიჭიერის“ მეოთხე ოქროს ღილაკის მფლობელის, ნინი ორკოშნელის ახდენილი ოცნებები, დიდი სცენა და დიდი ტკივილი

264
961c52a2-208f-4fc3-b75a-c31ee38041a4

„ვერ წარმოვიდგენდი, თუ იმ დიდ, თეთრ, ლამაზ , წითელი ბაფთებით გაფორმებულ ყუთში ჩემი ოცნება იდო… “ – ეს ემოციური სიტყვები „ნიჭიერის“ მეოთხე ოქროს ღილაკის მფლობელს ნინი ორკოშნელს ეკუთვნის.

პატარა მომღერალმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. ინტერვიუში ნინი ჰყვება, თუ როგორ მოხვდა მეგა-შოუში. ნინი ასევე იხსენებს მამის გარდაცვალებას 9 წლის ასაკში და ჰყვება, თუ რა მძიმე იყო მისთვის ამ ყველაფერთან შეგუება:

ვიდეო: „ზღაპარია, რომელიც ამიხდა… მხოლოდ „ნიჭიერის“ სცენაზე დადგომაზე ვოცნებობდი… ვერ წარმოვიდგენდი, თუ „ოქროს ღილაკს“ მივიღებდი“ – ნინი ორკოშნელის მიძღვნა მამას

„მამასთან დაშორება რთულად გადავიტანე… ყველა ჩემი ლექსი მამას უკავშირდება. გამიჭირდა, მაგრამ სიმღერამ გადამატანინა მამის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი… როცა მამა მახსენდება ვტირი, ცრემლებს ვერ ვიკავებ. რთულია ჩემთვის გააზრება, რომ მამა ჩემს გვერდით აღარ არის, თუმცა მის არსებობას ვგრძნობ და თქვენ წარმოიდგინეთ ვხედავ კიდეც…“ – ამბობს ნინი ორკოშნელი.

ცნობისთვის, წლევანდელი მეგა-შოუ „ნიჭიერის“ მეოთხე ოქროს ღილაკის მფლობელი და ნახევარფინალისტი, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მერვე კლასელი – 14 წლის ნინი ორკოშნელი გახდა.

ვიდეო: „9 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა…ფრანგული სიმღერისთვის კაბა მიყიდა და მინდა, სადაც არის იქ, ჩემით იამაყოს“ – 13 წლის ნინი ორკოშნელის საოცარი შესრულება „ნიჭიერში“ და ემოციური ლექსი მამაზე

ინტერვიუს ვრცლად წაიკითხავთ ჟურნალის „თბილისელები“ დღევანდელ ნომერში.

მეოთხე ოქროს ღილაკი – ნინი ორკოშნელი 🤗🧡

მეოთხე ოქროს ღილაკი – ნინი ორკოშნელი 🤗🧡 საოცარი შესრულება, საოცარი ემოცია 🥹⭐️ #ნიჭიერი2024

Posted by ნიჭიერი on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g