LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მამამთილი ელი სააბია – ლეგენდარულმა დიზაინერმა რძლისთვის სამი ზღაპრული საქორწინო კაბა შექმნა

717
page

ლიბანში წლის ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ ქორწილს აღნიშნავენ, ელი სააბის შუათანა ვაჟის, სელიო სააბის დაქორწინებას. მისი რჩეული 28 წლის ზეინ კუტამია, რომლის ქორწილი სამ დღეს გაგრძელდა და ნამდვილ ზღაპარს ჰგავდა. არავის უკვირს, რომ პატარძლის სამოსზე ზრუნვა თავად მამამთილმა, მსოფლიო მოდის ლეგენდამ, ელი სააბმა ითავა. დიზაინერმა რძლისთვის სამი განსხვავებული, ფანტასტიკური კაბა შექმნა – თითოეული უნიკალური, დახვეწილი და ხელოვნების ნიმუში იყო.

ზეინ კუტამი პირველ დღეს გამოჩნდა თეთრი საქორწინო კაბით, რომლითაც ზღაპრიდან გადმოსულ პრინცესას წააგავდა, აბრეშუმის ნაზ ქსოვილზე ხელით შეკერილი მარგალიტები, ბრწყინვალე ქვები, გიპიურები და ელეგანტური ფატა ქმნიდა დაუვიწყარ ლუქს. მომდევნო დღეს პატარძალი ბრწყინავდა კაფე-შოკოლადისფერი კაბით, რომელსაც ოქროსფერი მძივები და ნაზი ელვარება ამშვენებდა. ეს იყო უფრო თანამედროვე, გლამურული სტილი და მაინც ელეგანტური, სააბისთვის დამახასიათებელი ხელწერით.

ქორწილის ბოლო დღეს ზეინს ცისფერი დეკოლტირებული კაბა ეცვა – ჰაეროვანი, ელეგანტური და საოცრად ჰარმონიული სანახაობა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს დიზაინერის განსაკუთრებულ გემოვნებასა და ხედვას.

ახალდაქორწინებულებმა ქორწილის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. კადრებში არ ჩანს მხოლოდ მათი უნიკალური ჩაცმულობა, სელიოსა და ზეინის ქორწილი დეტალებშიც ელეგანტურობა იყო: მდიდრული დეკორაციები, ფეიერვერკები, მრავალსართულიანი ტორტი, რომელიც წყვილზე ორჯერ მაღალი იყო, დელიკატესებით სავსე მაგიდები და გრანდიოზული გართობა.

ელი სააბი მსოფლიოში აღიარებული ლიბანელი კუტურიე, რომლის ქმნილებებს ხშირად ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები წითელი ხალიჩისთვის, დღეს საკუთარი ოჯახის ისტორიის ნაწილი გახდა.

დიზაინერს და მის მეუღლე კლოდინს სამი ვაჟი ჰყავთ, ხოლო რძალი ზეინ კუტამი, რომელიც წარმოშობით იორდანიელია, სელიოს დუბაიში ცხოვრებისას შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები