LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მრევლი აბარებს აღსარებას, იცოდეს, რომ მარტო არ არის, მამაოსთან ერთად აუცილებლად იქნება სუსი, რომელსაც აუცილებლად ეცოდინება მისი პირადი ცხოვრება – ხაბეიშვილი

272
ხაბეიშვილილევან

როცა მრევლი მიდის ეკლესიაში და აბარებს აღსარებას, იცოდეს, რომ მარტო არ არის, მამაოსთან ერთად აუცილებლად იქნება სუსი, რომელსაც აუცილებლად ეცოდინება მისი პირადი ცხოვრება – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მარტივი მესიჯები ესაუბრება მოქალაქეებს, რითიც ოპოზიციას უგებს.

„ყველა სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოგვაცხადა, მათ შორის მეც, დავით კირკიტაძეც დამნაშავედ ჰყავთ გამოცხადებული, ფაქტობრივად, არ არსებობს ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც წინააღმდეგობაშია და არ ჰყავდეთ დამნაშავედ გამოცხადებული. ამას ახსნა აქვს, რატომ აკეთებენ და სად ვაგებთ ჩვენ.

ისინი რუსული პროპაგანდის შესაბამისად, საზოგადოება დაყვეს და სიძულვილის ენა გახდა მათი ყოველდღიურობა. ჩვენ ვლაპარაკობთ კორუფციაზე, მოპარვაზე, არასწორ მმართველობაზე, დიქტატურაზე, უსამართლობაზე. ისინი ელაპარაკებიან ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ძალიან მარტივი მესიჯებით, მაგალითად, ისინი გამოვლენ და ეტყვიან, ოპოზიცია არის ანატიეკლესიური, ისინი არ აღიარებენ რწმენას ან ტრადიციას. შემთხვევითი არ იყო, როცა ღარიბაშვილს უთხრა ე.წ მეტაშემ, რომელიც საჯარო მოხელე აღმოჩნდა, რომ მადლობა მართლადიდებლობისთვისო. იმ პრემიერს უთხრეს, რომლის პირობებშიც უსმენენ მამაოებს, მეუფეებს. როცა მრევლი მიდის ეკლესიაში და აბარებს აღსარებას, იცოდეს, რომ მარტო არ არის, მამაოსთან ერთად აუცილებლად იქნება სუსი, რომელსაც აუცილებლად ეცოდინება მისი პირადი ცხოვრება. აღსარებას რომ ჩააბარებს, მამაოების ან მეუფეების მოსმენით, ადამიანების, რომლებიც ეკლესიაში დადიან, პირად სივრცეშიც იჭრებიან. ის ვინც უსმენს, ის ხალხიც იდენტიფიცირებულია, ისიც ვიცით ვინც ავალებს, სუს-ის ხელმძღვანელი ლილუაშვილია თავში, მის გარეშე ხომ მოსმენა არ მოხდება. ვინც მამაოებს კელიებში უვარდება, ეს ხალხი რწმენაზე საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდეს, ხალხს აღსარების დროს უსმენენ. ეს თემა ძალიან სენსიტიურია, აწუხებს ხალხს, ამაზე უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g