LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა პირველად ჩავაბარე აღსარება და მივიღე ზიარება, მალევე გავიგე, რომ გაბრიელი მოდიოდა, გზაში იყო“ – ზაქარია ჭელიძეს და თეონა ჩემიას შვილი ეყოლათ

652
ზაქარია ჭელიძე

ცნობილ ფოტოგრაფს, ზაქარია ჭელიძესა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, თეონა ჩემიას ცოტა ხნის წინ შვილი ეყოლათ – მათ ვაჟიშვილს გაბრიელი დაარქვეს.

გაბრიელის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს ზაქარია ჭელიძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით უზიარებს და ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს:

„მამა გავხდი ხალხნო. 40 წელი რომ ვიარე, სად მივედი მინდა გაგიზიაროთ.

ჩემი ბედნიერება ვიცი ძალიან გაგახარებთ, ზოგს გაუკვირდება, ზოგი არ დაიჯერებს, რადგან მე ამდენი ხანი ვმალავდი ამ ამბავს. ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველა ჩემს გადადგმულ ნაბიჯს ვაზიარებ და ეს ამხელა ბედნიერება არ მოვყევი არსად.

40 წლის ასაკში გავხდი მამა.

არაჩვეულებრივი გაბრიელ ჭელიძე გვყავს მე და თეონა ჩემიას.

დღეს გაბრიელი უკვე 40 დღის გახდა და რაღაცნაირად უკვე მზად ვარ მოგიყვეთ.

იმდენი ტექსტი მაქვს თავში, მაგრამ მინდა მოკლედ გითხრათ, რომ მას რომ ვუყურებ და ვაცნობიერებ ეს რამხელა საჩუქარი მივიღეთ, ჩემთვის ჩუმად ვფიქრობ, ალბათ სწორად ვიცხოვრე-თქო. მე როცა პირველად ჩავაბარე აღსარება და მივიღე ზიარება, მალევე გავიგე, რომ გაბრიელი მოდიოდა, გზაში იყო.

როცა ვუყურებ, დიდხანს ცრემლები მომდის, რადგან ყველა წინაპრის სახეს ვხედავ. მამაჩემის ბაბუების, ბებიების, დედის გენეტიკა რა საინტერესო რამეა.

თავიდან შიშმა შემიპყრო, ვაიმე რამე რომ მომივიდეს, რა ვქნა-თქო, მაგრამ მიხვდი, რომ როცა შვილი გყავს, მშობლის ანგელოზი გიცავს და რაღაცნაირად ყველაფერი რიგზეა.

არ მახსოვს ჩაცმა, სადმე წასვლა, მინდა სულ მასთან, პუდრის სუნი ამდის, მაგრამ ისე მომწონს ეს, თუ ცოტა ვლამაზდები, მინდა მისთვის, რომ გაასწორებს ფოკუსს, რამე საშინელება არ დავხვდე.

ხოდა, ბევრი ბევრი რამ მინდა დავწერო და აუცილებლად გავაკეთებ დროთა განმავლობაში.

მადლობა მინდა ვუთხრა თეონას. ქალი რასაც 9 თვის მანძილზე გადის, ეს ენით აღუწერელი სიმამაცეა და მშობიარობა სრული სიგიჟეა, მე არ ვიცი, რა ძალა გაქვთ ქალებს. ნუ, მშობიარობის შემდეგი პერიოდი ასევე ძალიან რთულია ემოციურად და მადლობა ამ გამძლეობისთვის და ბრძოლისთვის.

გაბრიელს მე მოვუყვები მერე ერთი-ერთზე, რომ წერომ ნამდვილად არ მოიყვანა და რა გზა გაიარა აქ სანამ ჩამოვიდოდა.

ხოდა, კიდევ იცი რა მინდა უცებ ვთქვა, ჩემს მშობლებს დიდი მადლობა, ეს რა გაგიკეთებიათ ჩემთვის, რომ მე დღეს ვარ.

ამას ახლა კიდე უფრო ვხვდები და ვაფასებ. მახსოვს მუცლიდან რომ ამოიყვანეს რამდენიმე წამი მისი ხმა არ გამიგია ტირილის და მაშინ მართლა მთელმა 40 წელმა გამირბინა თვალებში და ისეთი იკივლა, რომ მივხვდი, აქ ვარ ახლა და მის გვერდით.

მადლობა ჩემს ანთებულ გულითად ოჯახის წევრებს, ჩემს უსაყვარლეს მეგობრებს, მადლობა ადამიანებო, რომ სულ ჩემს გვერდით ხართ. მე სულ, სულ მიყვარხართ და სულ, სულ ვლოცულობ თქვენი კეთილდღეობისთვის.

ის, რომ გაბრიელი ასეთი ბიჭია, მადლობა თითოეულ ექიმს ვისთანაც ჩვენ მოგვიწია შეხება.

მიყვარხართ და მადლობა მეგობრებო, რომ მე მამა ვარ, ბედნიერი და ძლიერი.

უი ხო, მეკითხებოდა ბევრი, სუროგაცია არის? ხელოვნური არის?

არა, მადლობა ღმერთს, ჩვენით შევძელით მაგრამ იცით რა, მე რასაც ახლა განვიცდი, ამ ბედნიერებისთვის რასაც გინდათ იმას მიმართეთ და თუ მოვა თქვენთან, არ ინანებთ.

ხოდა ვის ჰგავს და რაღაცები არ მაინტერესებს, რადგან ჯანმრთელი იყოს და ადამიანები უყვარდეს, მეტი არაფერი მინდა“, – წერს ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში.

მამა გავხდი ხალხნოოოოოო 🥰😍😘😋😜🤪 ✨✨✨✨✨✨✨✨✨✨40 წელი რომ ვიარე სად მივედი მინდა გაგიზიაროთ ✨ ჩემი ბედნიერება ვიცი ძალიან…

Posted by Zaqaria Chelidze on ორშაბათი, 10 თებერვალი, 2025

„ფეისბუკში“ ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს თეონა ჩემიაც და წერს:

„ჩვენი ბაღანა, პატარა გაბრიელი. თან ციცქნა და თან მთელი სამყარო“.

ჩვენი ბაღანა, პატარა გაბრიელი 🫣❤️ თან ციცქნა და თან მთელი სამყარო💫

Posted by თეონა ჩემია on კვირა, 09 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g