LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა პოლარიზაციაზე არის საუბარი, ეს ჩვენს გუნდს ნამდვილად არ ეხება, პოლარიზაციის წყარო პარტია “საქართველოსთვის” ნამდვილად არ არის: ანა ბუჩუკური

68
ანა-ბუჩუკური

პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან არ მიუღია დამაჯერებელი პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა კომპრომისისთვის იქნება მზად “ქართული ოცნება” დეპოლარიზაციის შესამცირებლად.

“განსაკუთრებული მოლოდინებით შევედი, ასე არ იყო. ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა, ვწუხვარ, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიდან ყველა არ იყო წარმოდგენილი, როცა პოლარიზაციაზე არის საუბარი, ეს ჩვენს გუნდს ნამდვილად არ ეხება, პოლარიზაციის წყარო პარტია “საქართველოსთვის” ნამდვილად არ არის”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დეპოლარიზაციის თემაზე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა. შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები