LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა რიგი მომიწევს, უცილებლად ავიცრები: გიორგი ფხაკაძე

166
FORTUNA.GE-

“როცა რიგი მომიწევს (ჯერ 44 წლის ვარ), აუცილებლად ავიცრები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით.” – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

ფხაკაძე ამბობს, რომ აუცილებლად აიცრება ვაქცინით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული და აქვე საზოგადოებას ჯანმრთელობას უსურვებს და გონიერი და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს:

“პირადში შეკითხვები ბევრია და საჯაროდ დავწერ, ყველა ჩემი მეგობრისა და ჩემი გვერდის ყველა ვიზიტორის გასაგონად:

როცა რიგი მომიწევს (ჯერ 44 წლის ვარ), აუცილებლად ავიცრები კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization (WHO)) მიერ იქნება აღიარებული!

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და მტკიცებით მედიცინაზე დამყარებულ, გონიერ და უსაფრთხო გადაწყვეტილებებს!” – წერს ფხაკაძე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

პირველ ეტაპზე, იცრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

დილითვე, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

ვაქცინა ასევე გაიკეთეს თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები