LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა სამშობლოს მოღალატეებს გამარჯვების შანსს აძლევ შენი ეგოს გამო, შენი ადგილი პოლიტიკაში არაა… ” – ნანუკა ჟორჟოლიანი წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე

146
ნანუკა ჟორჟოლიანი

„სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად, ნიკას შეწყალების შემდეგ ვაღიარე და იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარი შეიწყალა, იმიტომ რომ აღმოაჩნდა ქართულ პოლიტიკაში დეფიციტური თვისება, პირად წყენებზე მაღლა დადგა” – ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

მისი თქმით, თუ პოლიტიკოსს პირად წყენაზე, ემოციაზე, ბრაზზე, მაღლა დგომა არ შეუძლია, ქვეყნის სათავეში მოსვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ამ თვისებების დეფიციტი დღევანდელ ოპოზიციაშიც არის და გუშინდელ ხელისუფლებაშიც:

„სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად, ნიკას შეწყალების შემდეგ ვაღიარე და იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარი შეიწყალა, იმიტომ რომ აღმოაჩნდა ქართულ პოლიტიკაში დეფიციტური თვისება, პირად წყენებზე მაღლა დადგა. ამ თვისების დანახვამ გამიჩინა განცდა, რომ ის ყველას პრეზიდენტია.

თუ პოლიტიკოსს, პირად წყენაზე, ემოციაზე, ბრაზზე, მაღლა დგომა არ შეუძლია, ქვეყნის სათავეში მოსვლის უფლება არასოდეს უნდა მიეცეს.

ამ თვისების დეფიციტი დღევანდელ ოპოზიციაშიცაა და გუშინდელ ხელისუფლებაშიც. ქართულ ოცნებაზე საერთოდ არც ვლაპარაკობ.

თუ გვინდა დამთავრდეს ჩემიანი და მისიანი, თუ გვინდა გყავდეს მთავრობა, რომელსაც ექნება განცდა რომ ყველასია, მისი მაგინებლისაც კი, ამ თვისებაზე უნდა დავტესტოთ.

თუ ბიძინას დამარცხების ფორმულა კოალიციებია, ცალკე, ერთად, რა ერთობაც იქნება ეფექტური და ამას დაშლის ვინმე, პირადი ემოციის გამო, ხმა არასოდეს მისცეთ.
პოლიტიკაში, უპატიებელი მხოლოდ სამშობლოს ღალატია.

და როცა სამშობლოს მოღალატეებს გამარჯვების შანსს აძლევ შენი ეგოს გამო, შენი ადგილი პოლიტიკაში არაა.
ეხება ყველა პოლიტიკოსს, რომლისთვისაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია “მე” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად, ნიკას შეწყალების შემდეგ ვაღიარე და იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარი შეიწყალა, …

Posted by Nanuka Zhorzholiani on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები